მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გორდულაძე ოპოზიციაზე: ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას
გორდულაძე ოპოზიციაზე: ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას

იმედი|imedinews.ge

სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საპატრიარქოს და პატრიარქის ლანძღვის შემდეგ ამტკიცონ, რომ მორწმუნეები არიან.

„სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც რომ ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას. ნახეს რა, რომ არ გამოდის რასაც ამდენი წლის განმავლობაში ცდილობენ - არ არის შესაძლებელი, რომ ის პატივისცემა, რაც არსებობს ეკლესიის, პატრიარქის მიმართ, ფეხქვეშ იყოს გათელილი, როდესაც ხედავენ, რომ არც ისტორიის გადახაზვა შედეგების მომტანი არ არის, ახლა ცდილობენ საკუთარი თავი წარმოაჩინონ იმად, რაც ბუნებაში არ არიან. წარმოვიდგინოთ, რომ მეგის ქარდავა გამოვიდეს და ადამიანის უფლებებზე დაიწყოს საუბარი, ეს ხომ შეუძლებელია? იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გებელსმა ისაუბროს მედიათავისუფლებაზე“, - განაცხადა გორდულაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიციას არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთმანეთს ლანძღავენ.

„ახლა ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. როგორ შეიძლება სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გაერთიანება არ იყოს ნაცი? ამ პატარა პოლიტიკური ტრიუკებით ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, რომ იქნებ როგორმე მეთერთმეტე არჩევნებში მაინც ჰქონდეთ რაღაც წარმატების იოტისოდენა შანსი, მაგრამ მეთერთმეტედაც ისევე სახელოვნად დამარცხდებიან, როგორც ათჯერ უკვე დამარცხდნენ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი

გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი

იმედი

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

იმედი

ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი  არა - საათი წიკწიკებს

ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან

გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან

იმედი