გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

იმედი|imedinews.ge

ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან, რა ბლაჟევიჩი?!, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგებს გიორგი გამსახურდია.

მისი თქმით, ოპოზიციას ამ შემთხვევაშიც არანაირი შანსი არ აქვს რევოლუციის.

„ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის. ამათთვის კონსტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი არ არსებობს. რა თქმა უნდა რადიკალიზაცია და რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან ესენიც. როგორც დასრულდა ბაკურიანის არდადეგები, ისე დასრულდება ესეც, რა ბლაჟევიჩი?!“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია