
ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე - გამოიყენებდა თუ არა ბირთვულ იარაღს ირანის წინააღმდეგ - მკვეთრი უარით უპასუხა და აღნიშნულ კითხვას „სულელური“ უწოდა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
„რატომ უნდა გამოვიყენო ბირთვული იარაღი, როდესაც ჩვენ ისინი ისედაც სრულიად და დამაჯერებლად გავანადგურეთ?“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ-ს არასდროს ჰქონია ამდენი საბრძოლო მასალა და ხომალდები სრულ მზადყოფნაშია.
„ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება არავის არასდროს უნდა მიეცეს“, - დასძინა მან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge