ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება

ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება

იმედი|imedinews.ge

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ელჩი ისრაელში მაიკ ჰაკაბი და ელჩი ლიბანში მიშელ ისა დღეს ოვალურ კაბინეტში ისრაელისა და ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! ამერიკის შეერთებული შტატები ითანამშრომლებს ლიბანთან, რათა დაეხმაროს მას „ჰეზბოლასგან“ თავდაცვაში. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება. მოუთმენლად ველი უახლოეს მომავალში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბიბი ნეთანიაჰუსა და ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის მასპინძლობას. დიდი პატივი იყო ამ მეტად ისტორიულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება!“ - აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია