The Washington Post: ტრამპი მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს

The Washington Post: ტრამპი მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ აპირებს ვლადიმირ პუტინი მიიწვიოს „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერების სამიტზე, რომელიც დეკემბერში, მაიამიში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუთვნილ დორალის გოლფ-კურორტზეა დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური მიწვევა ჯერ არ გაგზავნილა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ნათლად გამოხატავს პოზიციას, რომ რუსეთის დასწრება „დიდი ოცეულის“ (G20) ყველა შეხვედრაზე მისასალმებელია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება მიპყრობილია წარმატებული და პროდუქტიული სამიტის ჩატარებისკენ“.

„ამ ეტაპზე ოფიციალური მიწვევები არ გაგზავნილა, თუმცა რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრია და მას მიიწვევენ როგორც მინისტერიალებზე, ისე ლიდერთა სამიტზე დასასწრებად“, - განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელიც მედიისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ანონიმურობის პირობით საუბრობდა.

რუსეთი 2019 წლის შემდეგ სამიტებს პირადად აღარ ესწრება - თავდაპირველად კორონავირუსის პანდემიის, მოგვიანებით კი 2022 წელს უკრაინაში შეჭრისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავებაზე გაცემული ორდერის გამო. პუტინს ბრალად ედება ომის დანაშაულები უკრაინის ომთან დაკავშირებით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია