
ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის იმ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევას ითვალისწინებს
იმედი|imedinews.ge
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის იმ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიწვევას ითვალისწინებს.
პუტინის სამიტში მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე მან უპასუხა:
„ვფიქრობ, ახლა ის მომენტია, როდესაც ნაბიჯების გადადგმა მას (პუტინს) უნდა მოვთხოვოთ და არა ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები მისკენ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონმა მოსკოვის მიმართ არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა საპასუხო ქმედება არ უნახავს.
„მიმაჩნია, რომ დროა, ეს რუსეთს მოვთხოვოთ“, - განაცხადა მელონიმ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge