ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოს ისევ კატასტროფის ზღვარზე აყენებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოს ისევ კატასტროფის ზღვარზე აყენებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთი მსოფლიოს ისევ კატასტროფის ზღვარზე აყენებს, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და ირანული „შაჰედების“ გამოყენებით რუსულ აგრესიას ჩერნობილის ტრაგედიის გამეორების საფრთხედ აფასებს. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა და მსოფლიოს მოუწოდა არ დაუშვან ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება

„თავისი ომით, რუსეთი კიდევ ერთხელ აყენებს მსოფლიოს ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის ზღვარზე - რუსულ-ირანული „შაჰედები“ რეგულარულად დაფრინავენ სადგურის თავზე, გასულ წელს კი ერთ-ერთი მათგანი დამცავ ნაგებობას მოხვდა.

მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ამ ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება და ამის საუკეთესო გზაა აიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს თავისი დაუფიქრებელი თავდასხმები.

ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ამ ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. დაე ჩერნობილის კატასტროფის ყველა მსხვერპლის სულმა მშვიდად განისვენოს“, - წერს ზელენსკი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია