მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში
ნინო წილოსანი: ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში

ნინო წილოსანი: ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში

იმედი|imedinews.ge

ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები გაზრდილ სტატისტიკას არასწორი ინტერპრეტაციით აჟღერებენ.

„ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაზრდილ სტატისტიკას სრულიად არასწორად თარგმნიან. რა თქმა უნდა, როდესაც გამოცხადებული გაქვს შეუპოვარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა ბუნებრივად იზრდება, თუმცა სწორედ ამ გამოვლენილ ფაქტებს მოჰყვება ის, რომ სერიოზული პრევენციის ეფექტი აქვს და უკვე ყველამ იცის, რომ კორუფციის არანაირი შემთხვევა არ იქნება შეწყალებული“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნაზეც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი და გუნდის ყველა წევრი მიესალმება სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას მინისტრის პოზიციაზე. ის არის გამოცდილი მუშაკი, რომელიც ათწლეულებია, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, ის უყვართ მის ყოფილ თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, მოხარულები იქნებიან მისი დაბრუნებით“, - განმარტა ნინო წილოსანმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს სასაზღვრო ავიაცია 27 წლისაა. „იმედის კვირის“ სპციალური რეპორტაჟი

საქართველოს სასაზღვრო ავიაცია 27 წლისაა. „იმედის კვირის“ სპციალური რეპორტაჟი

იმედი

მეუფე საბა: პატრიარქის დაკრძალვის დღე ქართველი ერის რწმენაში გამოცდის და რაღაც განსაკუთრებული მოწამებრივი დღე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ასი ათასზე მეტი მოწამე იქნებოდა საქართველოში, რადგან ყველა იყო ანთებული

მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს

მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს

იმედი

დიუშენის თერაპია თუ რისკი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დიუშენის თერაპია თუ რისკი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი