დიუშენის თერაპია თუ რისკი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დიუშენის თერაპია თუ რისკი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი|imedinews.ge

რთულია თემა, რომელზეც „იმედის კვირამ“ იმუშავა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას და მათ მშობლებს ეხება. ეხება სახელმწიფოსთან მათ თანამშრომლობას, წყენას, გაურკვევლობას, პროტესტსა და უნდობლობას, რაც ხშირად ამ პროცესს თან ახლავს.

რთულია, უთხრა მშობელს, რომ ის მედიკამენტი, რომელშიც ხსნასა და საშველს ხედავს, შესაძლოა დიდი რისკის შემცველი იყოს და გამოჯანმრთელების ნაცვლად პაციენტის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მშობლები აქციებს მართავენ, ფიქრობენ რომ არ ექცევათ სათანადო ყურადღება და ამიტომაც მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას.

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების თემით სპეკულირება და მისი პოლიტიზება კატეგორიულად მიუღებელია. არსებობს წითელი ხაზები და ერთ-ერთი სწორედ ჯანმრთელობის საკითხია, რომელიც არავინ უნდა გადაკვეთოს - აქ არის მხოლოდ ექიმი და პაციენტი, მშობელი და სახელმწიფო და სხვა ყველა ამ თემით, სამწუხაროდ, პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობს.

„იმედის კვირამ“ შეისწავლა საერთაშორისო კვლევები, საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიები და მთელი ისტორია იმ პრეპარატის, რომელსაც, როგორც ირკვევა, არ აქვს ავტორიზაცია და არც ის ეფექტი, რისი მოლოდინიც არსებობს - მოვუსმინეთ ექიმებს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე შევხვდით აქციაზე მყოფ მშობლებსაც, მათ არ ისურვეს კომენტარი.

მშრალი ფაქტები და არანაირი შეფასება - ნახეთ ხატია იობიძის სპეციალური რეპორტაჟი, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია