40 დღე პატრიარქის გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

40 დღე პატრიარქის გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი|imedinews.ge

40 დღე გავიდა პატრიარქის გარეშე. გუშინ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სიონის საპატრიარქო ტაძარი იყო, სადაც კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მისი უწმინდესობის ხსოვნას. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გადაიხადა პანაშვილი, ტაძრის ეზო მრევლით იყო სავსე - ყველაზე ხშირად გვესმოდა შემდეგი სიტყვები - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

ელენე ცინცაძემ მოახერხა რამდენიმე მეუფესთან გასაუბრება. სასულიერო იერარქებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს უწმინდესის ღვაწლი, რომელმაც როგორც მეუფე საბა ამბობს-ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს შემდეგ, კიდევ ერთხელ მოაქცია საქართველო.

ახლა კი, ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია - ეკლესია პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია