
AXIOS: ისრაელმა ირანთან ომის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა და მისი ექსპლუატაციისთვის ჯარები გაგზავნა
AXIOS-ის ცნობით, ისრაელმა ირანთან ომის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა და მისი ექსპლუატაციისთვის ჯარები გაგზავნა. გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სისტემა ისრაელისა და შეერთებული შტატების გარეთ სხვა ქვეყანაში გაიგზავნა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის ომის დროს, თეირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 2 200-ზე მეტი დრონი გაისროლა. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტების და დრონების უმეტესობა გაანეიტრალეს, ზოგიერთი მათგანი სამხედრო და სამოქალაქო სამიზნეებს მოხვდა, რამაც აბუ-დაბი აიძულა, მოკავშირეებისთვის დახმარება ეთხოვა, რასაც ისრაელის პრემიერი დათანხმდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge