ჩეხი ევროპარლამენტარი ოკამურა: ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომ დემოკრატია დაიცავს. სინამდვილეში, ეს არის ტოტალიტარული პროექტი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას

ჩეხი ევროპარლამენტარი ოკამურა: ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომ დემოკრატია დაიცავს. სინამდვილეში, ეს არის ტოტალიტარული პროექტი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას

იმედი|imedinews.ge

ჩეხი პარლამენტარი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ „დემოკრატიის დაცვის“ სახელით წამოწყებული ახალი პროექტი, სინამდვილეში ტოტალიტარული მმართველობის პროექტია, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ცენზურის დაწესებას ემსახურება. ტომიო ოკამურა აკრიტიკებს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ინიცირებულ „დემოკრატიის მედეგობის ევროპულ ცენტრს“. ჩეხი ევროპარლამენტარის თქმით, ამ გზით ბრიუსელი არა დეზინფორმაციასთან ბრძოლას, არამედ არჩევნებზე ფარულ ზემოქმედებას გეგმავს.

„ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომ დემოკრატია დაიცავს. სინამდვილეში, ეს არის ტოტალიტარული პროექტი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ევროკავშირში ცენზურას დააწესებს და ფარულად შეძლებს მანიპულირებას საარჩევნო კამპანიაზე. ჩვენ უარს ვუცხადებთ ბრიუსელის ცენზურასა და ტოტალიტარიზმს“, - წერს ევროპარლამენტარი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია