მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვატო ქიზიყურაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული
ვატო ქიზიყურაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული

ვატო ქიზიყურაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული

იმედი|imedinews.ge

თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს და ევროკავშირის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული, რადგან არ შეიძლება, როცა მეორე ქვეყანაში მივლინებული ხარ, ასე უხეშად ერეოდე მის საქმეებში და ცდილობდე, რომ გადაწყვიტო სხვა ქვეყნის ბედი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება უკვე მიჩვეულია ასეთ განცხადებებს და ამ ადამიანს საზოგადოებაში დიდი გავლენა არ გააჩნია.

„ჩვენ პოლიტიკური შეფასება ამას აუცილებლად უნდა მივცეთ, რადგან მომავალში არ განმეორდეს და ქვეყანა დავიცვათ მსგავსი ტიპის თავდასხმებისგან.

ბრიუსელი თავისი მიდგომებით კრახს რომ განიცდის საგარეო ფრონტზე, ეს ნათელია ყველა მიმართულებით და ამის ყველზე კარგი დასტური არის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებები, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დააფიქრებს ბრიუსელს და მიხვდება, რომ მსგავსი ტიპის მიდგომები საქართველოში არ მუშაობს.

ევროკავშირის ინტერესებში უნდა შედიოდეს საქართველოს სუვერენული გაძლიერება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი დღეს ყველაზე სტაბილურია. პარადოქსულია ის, რომ ხშირად ეს ბიუროკრატია არა საკუთარი ერების ინტერესებიდან გამოდის, არამედ გარკვეული იდეოლოგიებიდან, რომელიც დაშორებულია საკუთარი ხალხის ინტერესებს და ამის ყველაზე კარგი მაგალითია გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილებები რამდენად არაპოპულარულიც არ უნდა იყოს გერმანულ მოსახლეობაში, ჩვენ მაინც მივიღებთ, რადგან ეს არის ჩვენი დღის წესრიგიო. ეს არის მათი პრობლემა, რომ ერთ მხარეს არის მათი დღის წესრიგი და მეორე მხარეს არის მათი მოსახლეობის ინტერესები“, - აღნიშნა ვატო ქიზიყურაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ