მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა ოგბაიძე ოპოზიციას: თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა იმას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება
შალვა ოგბაიძე ოპოზიციას: თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა იმას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება

შალვა ოგბაიძე ოპოზიციას: თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა იმას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგის მიერ თბილისში პარკირების ადგილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ოგბაიძის თქმით, ოპოზიციონერმა კოლეგებმა საქმიანი წინადადებები შესაბამის კომისიაზე უნდა წარმოადგინონ, სადაც თითოეული საკითხის განხილვა არის შესაძლებელი.

„განცხადება, რომ დედაქალაქში ავტომობილებისთვის ადგილი არ გვყოფნის, არაფრის მომცემია. თქვენს ადგილას წარმოვადგენდი პრეზენტაციას, რომელშიც ყველაფერი დეტალურად იქნებოდა გაწერილი. დედაქალაქში ყოველდღიურად 615 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად 55-60 ათასით იზრდება ავტოპარკი.

როგორ წარმოგიდგენიათ, არსებობს ფიზიკურად ამდენი მანქანის ადგილი?! არსებობს ნაჯერობის ზღვარი, რომლის საშუალებასაც დედაქალაქი იძლევა. მე თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა ზოგად ფრაზას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. პარკირების ადგილები არასოდეს არცერთ ქვეყანას არ ყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება.

რაც შეეხება მიწისქვეშა პარკირებას, ჩვენ გვქონდა საუბარი და ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა არავინ მიიღო მონაწილეობა. ასევე თქვენ თუ გეგულებათ ვინმე, ვინც ამ ინიციატივით შემოვა, მე შემიძლია შუამდგომლობა გაგიწიოთ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძის თქმით, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მანდატი როგორც კომისიაში მუშაობის, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მიმართულებით, რათა შედგეს თანამშრომლობა და მივიღოთ შედეგი.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, იქნება ეს ტექდათვალიერების სრულმასშტაბიანად ამოქმედება, ევროპული სტანდარტების დანერგვა, ტყვიის შემცველი საწვავის ამოღება, ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარება და ა.შ. აი, ესაა საქმე და არა ზოგადი განცხადება, რომ პარკირებისთვის ადგილები არ გვყოფნის, ის ძალიან პოპულისტური და არაჯეროვანია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ