
ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველი ევროკავშირის სასამართლოს მიერ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილაბაზე: ბრიუსელი იჩემებს უფლებამოსილებას იქ, სადაც ეს არავის მიუნიჭებია
უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველი, ბალაშ ორბანი ევროკავშირის სასამართლოს მიერ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
„ბრიუსელმა გენდერული პროპაგანდის შეზღუდვის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო! არჩევნებიდან კვირა-ნახევრის შემდეგ ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მგრძნობიარე სოციალურ და კულტურულ საკითხებში ევროკავშირის ინსტიტუტების როლთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ბრიუსელი იჩემებს უფლებამოსილებას იქ, სადაც ეს არავის მიუნიჭებია და არღვევს მშობლების ფუნდამენტურ უფლებას შვილები აღზარდონ“, - დაწერა ბალაშ ორბანმა.
ცნობისთვის, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ-თან დაკავშირებულ კონტენტებზე ბავშვთა წვდომის აკრძალვით ევროკავშირის ნორმები დაარღვია. სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ უნგრეთმა ევროკავშირის ხელშეკრულების ის მუხლი დაარღვია, რომელიც გაერთიანების წვერების საერთო ფასეულობებს განსაზღვრავს.
BRUSSELS RULES AGAINST LIMITS ON GENDER PROPAGANDA‼️ One and a half weeks after the elections, the Court of the European Union has struck down Hungary’s child protection law. According to the Brussels court, the spread of gender-related content in media and advertising cannot… https://t.co/m7zrBpKLdG pic.twitter.com/m7fDdak1fg — Balázs Orbán (@BalazsOrban_HU) April 21, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge