
ტრამპი მოლაპარაკებების წინ ირანს 8 ქალის გათავისუფლებას სთხოვს
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს რვა ქალის გათავისუფლება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება „შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა ჩვენი მოლაპარაკებებისთვის“.
„ირანის ლიდერებს, რომლებიც მალე გამართავენ მოლაპარაკებებს ჩემს წარმომადგენლებთან: დიდად დავაფასებდი ამ ქალების გათავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, ისინი დააფასებენ იმ ფაქტს, რომ თქვენ ასე მოიქეცით. გთხოვთ, ნუ ავნებთ მათ! ეს იქნებოდა შესანიშნავი დასაწყისი ჩვენი მოლაპარაკებებისთვის!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge