
გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ
იმედი|imedinews.ge
გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ.
ესპანეთმა და ირლანდიამ 2000 წლის ივნისის შეთანხმების შეჩერების საკითხი ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აღნიშნულ წინადადებას „შეუსაბამოს“ უწოდებს.
„ჩვენ ისრაელთან კრიტიკულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა მან შეხვედრის დაწყებამდე და დასძინა: „ეს უნდა მოხდეს ისრაელთან კრიტიკული და კონსტრუქციული დიალოგის გზით“.
წინადადების წინააღმდეგ წავიდა მისი იტალიელი კოლეგა, ანტონიო ტაიანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge