
ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
იმედი|imedinews.ge
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.
შეტყობინება ვაშინგტონს პაკისტანის დიპლომატიური არხების მეშვეობით გადაეცა, რომელიც ამ მოლაპარაკებების მთავარ მასპინძლად და შუამავლად მოქმედებს.
თეირანი აცხადებს, რომ არ აპირებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას „ზეწოლის პირობებში“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge