Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

იმედი|imedinews.ge

უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.

„ნავთობის გადაქაჩვა ხვალიგეგმება“, - განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ ტრანზიტის პირველი განაცხადი უნგრულმა ნავთობკომპანია MOL-მა უკვე გააკეთა.

„MOL-მა უკვე წარადგინა მოთხოვნები პირველ მოცულობებზე, რომლებიც თანაბარი პროპორციით გადანაწილდება უნგრეთსა და სლოვაკეთზე“, - აღნიშნა წყარომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია