ნიკუშა შენგელაია: პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად

ნიკუშა შენგელაია: პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად

იმედი|imedinews.ge

პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას.

შენგელაიას მიაჩნია, რომ წელს 17 მაისს საზოგადოებამ ყველას უნდა დაანახოს, რომ ქართველი ერი ქრისტეს სარწმუნოების ერთგული ხალხია.

“მთელი ქრისტიანობის არსი ხომ ის არის, რომ შენ ბოროტებას დახვდე სიკეთით. ეგზისტენციალური ეპოქაა, გაუგებარი იდეოლოგიის ქრისტიანობასთან, ოჯახთან, ტრადიციასთან, იდენტობასთან, სამშობლოს სიყვარულთან დაპირისპირების. მისი დაარსებული დღე წელს უნდა იყოს გრანდიოზული, მისი ხსოვნის პატივისცემის გამო. ეს იქნება ჩვენი მის მიმართ ნათქვამი მადლობა. მეც მინდა მადლობა ვუთხრა, მთელი ცხოვრება შეალია სამშობლოს და ადამიანების სიყვარულს. ჩვენ, ყველანი უნდა გავძლიერდეთ ქრისტეს რწმენაში და სიყვარულში, ამას ვუსურვებ ჩემს ერს, რაც ეწადა ჩვენს პატრიარქს, ეს იქნება დიდი პატივის მიგება პატრიარქის მიმართ”, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია