მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი
Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი

Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი

იმედი|imedinews.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, სამშაბათს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, რომელმაც პატრიარქის გარდაცვალების გამო „დიდი მწუხარება“ და „ღრმა სამძიმარი“ გამოთქვა, - წერს გამოცემა Vatican News-ი.

განსვენებული პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რასაც ნაშუადღევს მღვდელმთავრის დაკრძალვის პროცესია მოჰყვება - საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრამდე.

ილია II, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში დაიბადა. იგი 1977 წლიდან იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღვარი და ატარებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულებს. იგი ცნობილია რომის პაპებთან მნიშვნელოვანი შეხვედრებით: იოანე პავლე II-სთან 1980 წელს ვატიკანში და 1999 წელს საქართველოში, ხოლო პაპ ფრანცისკესთან - 2016 წელს, ასევე საქართველოში.

„1980 წლის 6 ივნისი ეკუმენიზმის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ითვლება, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ვატიკანს ეწვია, რათა რომის ეპისკოპოსთან მშვიდობის ამბორი გაეცვალა. „ჩვენ ვხვდებით, როგორც ძმები“, - განაცხადა მაშინ პაპმა იოანე პავლე II-მ. „საქართველოს ეკლესია აფასებს წმინდა ანდრიას ქადაგებას; რომის ეკლესია კი წმინდა პეტრეს ქადაგებით დაფუძნდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

თითქმის ოცი წლის შემდეგ, 1999 წლის 8 ნოემბერს, პაპ ვოიტილას კავკასიაში სამოციქულო ვიზიტისას, ილია II და იოანე პავლე II ერთმანეთს კვლავ თბილისში შეხვდნენ. 2016 წლის 30 სექტემბერს კი ილია II-მ თბილისში პაპ ფრანცისკეს უმასპინძლა, რომელსაც ძმურად გადაეხვია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ

ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ

იმედი

ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

იმედი

იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო

იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო

იმედი

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

იმედი