ირაკლი ბათიაშვილი: პატრიარქი იყო ძალიან ბრძენი და შორსმჭვრეტელი ადამიანი. დანის პირზე ატარა ჩვენი მთელი ეკლესია, იმდენი შემოტევა იყო

ირაკლი ბათიაშვილი: პატრიარქი იყო ძალიან ბრძენი და შორსმჭვრეტელი ადამიანი. დანის პირზე ატარა ჩვენი მთელი ეკლესია, იმდენი შემოტევა იყო

იმედი|imedinews.ge

იყო დიდი პიროვნება, დიდი სულიერების მქონე და თან ძალიან ბრძენი და შორსმჭვრეტელი ადამიანი, - განაცხადა ფილოსოფოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა „ქრონიკასთან“ პატრიარქზე საუბრისას.

მისი თქმით, ილია მეორემ დაგვიტოვა დიდი ღვაწლი და ქართველი ერი ვალდებულია ეს საქმე გააგრძელოს.

„დანის პირზე ატარა ჩვენი მთელი ეკლესია და მრევლი იმდენი შემოტევა იყო. დაგვიტოვა დიდი საქმე, დიდი ღვაწლი, რომელზედაც ჩვენ ვდგავართ ახლა და ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ მისი საქმე“, - აღნიშნა ბათიაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია