გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას ამ დიდ დანაკლისს

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას ამ დიდ დანაკლისს

იმედი|imedinews.ge

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელს ქვეყანას, მთელ საეკლესიო დასს, ყველა ქრისტიანს ამ დიდ დანაკლისს, რომელიც განსაცდელის სახით აქვს დღეს ჩვენ ქვეყანას. ვხედავთ, თუ როგორი დიდი სიყვარული და სითბოა ეკლესიის, უწმინდესის მიმართ გამოხატული საზოგადოების მხრიდან“, - აცხადებს კალანდარიშვილი.

საქართველო ილია მეორეს გლოვობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, სულის მოსახსენიებელად და პატივის მისაგებად, სამებაში უამრავი ადამიანი მიდის. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე პატრიარქის ფოტოებია გამოფენილი. ქვეყანაში გლოვის დღეებია, რაც პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია