გურამ ახალაია: ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს - 4 საათი ვიდექი გუშინ, სანამ კარიბჭემდე მივაღწევდი და ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სიჩუმე მე არსად შემხვედრია

გურამ ახალაია: ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს - 4 საათი ვიდექი გუშინ, სანამ კარიბჭემდე მივაღწევდი და ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სიჩუმე მე არსად შემხვედრია

იმედი|imedinews.ge

ამ დღეებმა აჩვენა პატრიარქის მთელი მოღვაწეობის დიდი სურვილი ერთსულოვნების და ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარის მოადგილემ, „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერმა გურამ ახალაიამ.

„4 საათი ვიდექი გუშინ, სანამ კარიბჭემდე მივაღწევდი და ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სიჩუმე მე არსად შემხვედრია. ეს დატოვა პატრიარქმა. დღეს მთელი საქართველო არის ჭირისუფალი“, - აღნიშნა ახალაიამ.

მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა.

„მე მეგონა ეს ტაძრები ისე შენდებოდა, თურმე პატრიარქს ყველგან აქვს მიღებული მონაწილეობა, თავისი განსაკუთრებული რჩევა თითოეულ პროექტზე. მას სახარებისეული სიმდაბლე ჰქონდა, ყველასთან შეეძლო ურთიერთობა. მან ბევრი უნიკალური ტრადიცია აღადგინა.

ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რამდენი ოჯახი გადაარჩინა, ვისაც შვილი გარდაეცვალა. გურამ დოჩანაშვილი რომ დაუბრუნა საქართველოს, ეს პატრიარქის დამსახურებაა. ყველაფერში გამორჩეული იყო, მინახია ის ძალიან სევდიანიც, მრისხანეც, მაგრამ ყოველთვის იმედიანი“, - აღნიშნა ახალაიამ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია