
ზაზა პაპუაშვილი: პატრიარქის დანატოვარი და მემკვიდრეობა ისეთია, რომ „რა გვეშველებას“ თქმა უადგილოა
პატრიარქის დანატოვარი და მემკვიდრეობა ისეთია, რომ რა გვეშველებას თქმა ჩემი აზრით უადგილოა, - განაცხადა მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„თემა, პატრიარქის გასვლა, რაღაც ისეთ მნიშვნელობას იძენს, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით. ამას ყველაფერს ნუგეშითა და იმედით ვუყურებთ. რადგან ძირითადი კონსტრუქცია აშენებულია, ეპოქალურ კაცზე ვლაპარაკობთ, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული: ეკლესია, შენობა, მისი ნათლულები, შვიდგზის ლოცვა და ავტოკეფალია ხომ გვირგვინი. თაობები გაზარდა: მოძღვრები, მღვდელმთავრები, მამობრივი სიყვარული აქვთ ყველას.
მინდა ეს ყველაფერი რაინდულად გადავიტანოთ და თუ დავამტკიცებთ, რომ ეს არ არის 3-4-დღიანი ერთგულება და აღტკინება, არამედ ამას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ უკეთესობისკენ უნდა შევიცვალოთ, მაშინ ჩვენ უნდა ვისმინოთ მისი დანაბარები, ვინც მან მოსაყდრედ დაადგინა“, - აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge