
ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი მოქალაქეები თბილისის მერიის თანამშრომლებს პატრიარქის პანაშვიდზე მიმავალი მოქალაქეებისთვის სასმელი წლის დარიგებაში ეხმარებიან
იმედი|imedinews.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მიმავალ მოქალაქეებს, თბილისის მერიის ორგანიზებით, სასმელი წყალი ურიგდებათ.
ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი რიგითი მოქალაქეები ეხმარებიან თბილისის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც სასმელ წყალს უფასოდ არიგებენ.
გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა სპეციალური პუნქტები მოაწყო, სადაც სასმელი წყლის მარაგი განთავსდა.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის დასვენების შემდეგ სამოქალაქო პანაშვიდზე მიმავალი ადამიანების ნაკადი არ წყდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge