
სუბარი: არიან დიდი ადამიანები, რომელთა დაფასება ხდება გარდაცვალების შემდეგ და ზოგჯერ, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. უწმინდესობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი იმიტომ, რომ სიცოცხლეშივე ის ხალხს უყვარდა, მისი სიტყვა იყო ავტორიტეტი
„არიან დიდი ადამიანები, რომელთა დაფასება ხდება გარდაცვალების შემდეგ და ზოგჯერ, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. მისი უწმინდესობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი იმიტომ, რომ სიცოცხლეშივე ის ხალხს უყვარდა, მისი სიტყვა იყო ავტორიტეტი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.
„დღეს ყველას ერთი სიტყვა გვაკერია პირზე, ეს არის სამძიმარი. ვუსამძიმრებთ ერთმანეთს, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს, გამოვხატავთ ჩვენს გულისტკივილს. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ეს სამძიმარი და ეს ტკივილი. არიან ადამიანები, დიდი ადამიანები, რომელთა დაფასება ხდება გარდაცვალების შემდეგ და ზოგჯერ, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. მისი უწმინდესობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი იმიტომ, რომ სიცოცხლეშივე ის ხალხს უყვარდა, სიცოცხლეშივე მისი სიტყვა იყო ავტორიტეტი ყველასთვის. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არიან, მაგრამ ყველას უყვარდა და ამ სიყვარულის გამოვლინებას ვხედავთ დღესაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge