
ზურაბ წკრიალაშვილი: პატრიარქის ხელმძღვანელობით მოხდა ქართული გალობის დაბრუნება ტაძარში. დღეს ხალხთან ერთად არის უპრეცედენტო მობილიზება მგალობლებისაც სამების ტაძარში, ეს დღეები 24 საათის განმავლობაში გალობა არ გაჩერებულა
მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა ერის ასეთი ერთად ყოფნა, როდესაც მთელი საქართველო გლოვობს და დასტირის მის საყვარელ პატრიარქს, - განაცხადა ანსამბლ „ბასიანის“ ხელმძღვანელმა ზურაბ წკრიალაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
მან ეკლესიაში ქართული გალობის დაბრუნებაში ილია მეორის როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ბევრი რამ ითქვა პატრიარქის ღვაწლზე, რომელიც ამოუწურავია და ერთ-ერთი არის ის, რომ მისი ხელმძღვანელობით მოხდა ქართული გალობის დაბრუნება ტაძარში. დღეს ხალხთან ერთად არის უპრეცედენტო მობილიზება მგალობლებისაც, რომლებიც მთელი საქართველოდან არიან შეკრებილები სამების საკათედრო ტაძარში, ეს დღეები 24 საათის განმავლობაში არის გალობა, არ გაჩერებულა. სხვადასხვა გუნდი, ანსამბლები მოდიან და ქართული გალობით პატივს მიაგებენ ჩვენს საყვარელ უწმინდესს“, - განაცხადა ზურაბ წკრიალაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge