
ალიბეგაშვილი: კითხვა გამიჩნდა - ამდენი ხალხის ასე მშვიდად, თვალში ცრემლით, შეუწყვეტელ ნაკადად სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა შინაურსა თუ გარეულს არ დააფიქრებს, რა ხალხთან და საზოგადოებასთან აქვს ურთიერთობა?!
დუმილი რეკავს, ეს არის მრავლისმთქმელი დუმილი, - ასე აფასებს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი სამების ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდის რიგში მდგომი ხალხის სიმრავლეს და სიმშვიდეს.
„კითხვაც კი გამიჩნდა - ამდენი ხალხის ასე მშვიდად, თვალში ცრემლით შეუწყვეტელ ნაკადად მისვლა შინაურსა თუ გარეულს არ დააფიქრებს რა ხალხთან და საზოგადოებასთან აქვს ქართველი ერის სახით ურთიერთობა?! რა ფასეულობები აქვს ქართველ ერს - აი, ბატონო, ეს არის. არ შეიძლებოდა თვალში ცრემლი არ მოგრეოდა, პატრიარქის ნათლულები რომ მოდიოდნენ. ეს ხომ ფაქტია, ეს ხომ სინამდვილეა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ მომავალი პატრიარქი ამ ტრადიციას გააგრძელებს“, - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge