
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და პროფესიულ სასწავლო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და პროფესიულ სასწავლო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. განხორციელდება ახალი პროგრამა - „დეკორატიული მცენარეების მოვლა და გამრავლება“.
პროგრამის ფარგლებში მსურველები გადამზადდებიან როგორც შიდა, ისე გარე დეკორატიულ მებაღეობაში. პროფესიული მომზადების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიღება აპრილის ბოლოდან გამოცხადდება.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან საქმიანობს ფილანთროპიულ სფეროში და მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის პრიორიტეტული მიმართულებაა პროფესიული განათლების მხარდაჭერა. დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე სასწავლო პროგრამის დანერგვას“, - განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge