მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გამართა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გამართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გამართა

იმედი|imedinews.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

ცესკო-ს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.

უფრო ვრცლად, თუ როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესზე და რა გზებით აწვდის საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს სანდო ინფორმაციას - ამ თემებზე ახალგაზრდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა კი შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში 23 აპრილს გამართულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია

ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტი: დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიურკორატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა

პოლონეთის პრეზიდენტი: დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიურკორატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა

იმედი

The European Conservative: საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება

The European Conservative: საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება

იმედი

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ზოგს მიაჩნია, რომ ჯობია ახალი „ნაცმოძრაობის“ იდეას წაჰყვეს და გვარამიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ არიან ორთოდოქსი „ნაცებიც“, რომლებიც სააკაშვილს ერთადერთად მიიჩნევენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ერთი ამოცანა აქვს