საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს 3 ათასზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს 3 ათასზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2025 წელს 3 ათასზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2025 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.8%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 3.2%-ით შემცირდა და 131 501 კაცი შეადგინა.

მათივე მონაცემებით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების, ისევე, როგორც ემიგრანტების 85.9%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

ამასთან, 2025 წელს იმიგრანტების 47.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 51.4%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტთა რაოდენობა 62 073 ადამიანი იყო, ემიგრანტების რიცხვმა კი 58 799 შეადგინა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია