
პარლამენტის წევრები ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვივნენ
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომისიის წევრებთან - რიმა ბერაძესთან, ირმა ზავრადაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძესთან, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან - გრეტა წიწავასა და ლიკა შარტავასთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვია.
დეპუტატებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ მის პროგრამებს და საჩუქრები გადასცეს ბენეფიციარებს.
ცენტრი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს და სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალური განვითარების პროგრამებს სთავაზობს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის გაძლიერებაა.
იმედი
წყარო: imedinews.ge