დედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას

დედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას

იმედი|imedinews.ge

დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ორი დღის წინ დაკრძალეს, შეერთებული შტატებიდან ჩამოსული საეკლესიო დელეგაცია ეწვია.

„მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას. 2012 წლის 25 სექტემბერს მისმა უწმინდესობამ დამლოცა, რომ მე ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი მონასტრის დამფუძნებელი აბატისა. შემდეგ კი მთხოვა, რომ ტელევიზიას გავსაუბრებოდი. ახლაც იმავეს ვიტყვი, რაც მაშინ ვთქვი. ყველაზე მეტად ის გვსურს, რომ ქართული ეკლესიის სიწმინდე მთელი მსოფლიოსთვის - ამერიკელებისა და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ეს კი შესაძლებელი გახდა მისი უწმინდესობის დამსახურებით. ამ უდიდესი ტკივილის ჟამს ასევე უნდა გვქონდეს სიხარული და რწმენაც, რომ მისი უწმინდესობა ახლა თავისუფალია და უფრო ხელმისაწვდომია, იგი ახლა შეუჩერებელია“, - განაცხადა მერილენდის შტატის წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის დამფუძნებელმა დედა ემილიანემ.

სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საფლავზე მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:00 საათიდან 22:00-მდე საათამდე შეეძლებათ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია