მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი|imedinews.ge

ქალაქ ახალციხეში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლისთავი აღნიშნეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.

ღონისძიებაზე შეკრებილებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე გაიხსენეს და 9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილემ, ქალაქ ახალციხეში მცხოვრებმა ციალა ჯინჭველაძემ. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ციალა ჯინჭველაძეს მადლობა გადაუხადა და სიმბოლური, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი: ისრაელის დარტყმები ლიბანზე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს

ირანის პრეზიდენტი: ისრაელის დარტყმები ლიბანზე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს

იმედი

კალასი: ისრაელის დარტყმებმა ლიბანში გასულ ღამეს ასობით ადამიანი იმსხვერპლა, რაც ართულებს იმის მტკიცებას, რომ ასეთი მკაცრი ქმედებები თავდაცვის ფარგლებში ჯდება

კალასი: ისრაელის დარტყმებმა ლიბანში გასულ ღამეს ასობით ადამიანი იმსხვერპლა, რაც ართულებს იმის მტკიცებას, რომ ასეთი მკაცრი ქმედებები თავდაცვის ფარგლებში ჯდება

იმედი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ირანთან ომი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ირანთან ომი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული

იმედი

ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

იმედი