პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

იმედი|imedinews.ge

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პიროვნება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ, წმინდა სინოდმა დასაჯა, იმის ნაცვლად, რომ ძალიან დიდ სინანულში იყოს, კვლავ უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყოვლად ზღვარგადასული განცხადება გააკეთოს.

„პიროვნება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ, წმინდა სინოდმა დასაჯა საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების უხეში დარღვევის გამო და ეს იყო არაერთგზის დარღვევა, როგორც უწმინდესი პატრიარქის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებებით, ასევე შეურაცხყოფით წმინდა სინოდის, ცალკეული მღვდელმთავრების, სასულიერო და საერო პირების მიმართ ანტი კანონიკური ქმედებების გამო, იმის ნაცვლად, რომ ძალიან დიდ სინანულში იყოს და ამ სინანულის ნაყოფს აჩვენებდეს თავისი საქციელით, კვლავ უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყოვლად ზღვარგადასული განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავის უმძიმეს დანაშაულებს, რაც მან არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ მთელი ეკლესიის წინაშე ჩაიდინა, არ ნანობს. ეს არის პიროვნების უკიდურესად მძიმე მდგომარეობა.

უმძიმესი ქმედებები, რაც მან ეკლესიის წინააღმდეგ პატრიარქის, ჩვენი მღვდელმთავრების, სასულიერო პირების და თუნდაც ზოგიერთი საერო პირის მიმართ ჩაიდინა, საეკლესიო რჯულის კანონის მიხედვით უმკაცრესად ისჯება და ეს უმკაცრესი სასჯელი არის ეკლესიიდან განკვეთა. აქ ისეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როცა პიროვნება ვერ აცნობიერებს საკუთარ უმძიმეს ქმედებებს, მღვდელმთავრის პასუხისმგებლობას და ყოვლად შეუწყნარებელ ქმედებას მიმართავს, რაც რა თქმა უნდა უმძიმეს სასჯელს ექვემდებარება. ეს უმძიმესი სასჯელი არის წმინდა სინოდის კომპეტენცია და მხოლოდ მას აქვს უფლება, თავისი შეხედულების მიხედვით დიდ საეკლესიო სჯულის კანონზე და საეკლესიო სამართლის კანონიკურ ნორმებზე დაყრდნობით მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

ცნობისთვის, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წარსულში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია