
თომას ფაზი: დასავლურ პოლიტიკურ ელიტას ორბანის თავიდან მოშორება სურდა, მათ ყველაფერი იღონეს ამ მიზნის მისაღწევად. ორბანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე, ზეწოლა საზღვარგარეთიდან იყო არნახული
არავისთვის არის საიდუმლო რომ დასავლურ პოლიტიკურ ელიტას ორბანის თავიდან მოშორება სურდა, მათ ყველაფერი იღონეს ამ მიზნის მისაღწევად, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა.
მისივე თქმით, ორბანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე, მაგრამ ამასთან ერთად ზეწოლა საზღვარგარეთიდან იყო არნახული მასშტაბის.
„ჩამოვთვლი რამდენიმეს - უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხების გაყინვა და იარაღად გამოყენება ბრიუსელის მიერ, ათობით მილიარდი ევრო რომელიც უნგრეთისთვის იყო განკუთვნილი პოლიტიკური საბაბით იქნა გაყინული. ეს გააკეთეს არამარტო ორბანზე ზეწოლის მიზნით არამედ მკაფიო გზავნილის შესაქმნელად უნგრელი ამომრჩევლისთვის, რომ სანამ არასწორ კანდიდატს მისცემთ ხმას, ამ თანხას ვერ მიიღებთ, თუ ხმას სწორ კანდიდატს მისცემთ, ფულს მიიღებთ. და სწორედ ასეც მოხდა, ოპოზიციის კანდიდატი, პეტერ მადიარი ამას განუწყვეტლივ იმეორებდა წინასაარჩევნო კამპანიისას, ის ასევე საუბრობდა პოლონეთის მაგალითზე, პოლონეთში ბრიუსელმა ზუსტად იმავე სტრატეგია გამოიყენა.
პოლონეთისთვის განკუთვნილი ასობით მილიარდი ევრო იყო გაყინული, ასევე პოლიტიკური საბაბით და ეს თანხაზე წვდომა მაშინვე მიეცა პოლონეთს როგორც კი დასავლეთის მიერ მოწონებულმა კანდიდატმა, დონალდ ტუსკმა ჩამოაყალიბა მთავრობა. არცერთი ეგრეთწოდებული საკანონმდებლო გამოწვევა რომლის მიზეზითაც ბრიუსელი პოლონეთს აკრიტიკებდა, ვარშავას არ შეუცვლია, ხშირ შემთხვევაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული გამოწვევები დონალდ ტუსკის ხელისუფლების პირობებში გაუარესდა, მაგრამ ბრიუსელში ხმას არავინ იღებს. ვიხილეთ მხოლოდ გაყინული ფინანსების გადაცემა პოლონეთისთვის.
ასე რომ ევროკავშირის მიერ გაყინული ფონდები ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო უნგრულ არჩევნებში და ლეგიტიმურია დავასკვნათ რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. მოვისმინეთ წარმოუდგენელი ბრალდებები რუსული ჩარევის თაობაზე, ყოვლად დაუსაბუთებელი თვალსაზრისები, დასავლური მედია ჰყვებოდა დაუდასტურებელ ისტორიებს, ეყრდნობოდა ეგრეთწოდებულ დასავლურ სადაზვერვო წყაროებს. ეს დასავლეთის კიდევ ერთი ხრიკია, დასავლური მედიის გამოყენებით მოწინააღმდეგის დადანაშაულება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ვითომ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ეს ძალიან უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკაა და მე მათ ჟურნალისტებს არც ვუწოდებ, ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა.
ამავე დროს ევროკავშირმა აამუშავა ციფრული სერვისების აქტი, ეს კი გახლავთ ევროკომისიის მეთოდი ციფრულ განზომილებაში დისკუსია აკონტროლოს. მიზანმიმართულად ხდებოდა პროსახელისუფლებო თვალსაზრისის ციფრულ სივრცეში დაკნინება, განსაკუთრებით ფეისბუქზე. ვნახეთ საბოტაჟიც უკრაინის მიერ მილსადენ „დრუჟბაზე“, ეს ემსახურებოდა უნგრეთში ვითარების დესტაბილიზაციას. თავისთავად უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი ჩარევა ვიხილეთ, არა რუსეთის მიერ არამედ ძირითადად და ვიტყოდი, სრულად, ბრიუსელის მხრიდან“, - აღნიშნა თომას ფაზმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge