
თომას ფაზი მეიდნის მოვლენებზე: დასავლეთის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალებით უკრაინა არჩევანის წინაშე დასავლეთმა ძალით დააყენა - ეს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიად შევა
ჟურნალისტმა და მწერალმა, თომას ფაზმა ფადაცემაში „თბილისის დროით“ მაიდანზე განვითარებული მოვლენები შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალებით უკრაინა არჩევანის წინაშე დასავლეთმა ძალით დააყენა.
„ეს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიად შევა! სახელმწიფო გადატრიალებამდე, უკრაინის ხელისუფლებას და მოსახლეობას კარგად ესმოდა, ისევე როგორც ქართველებს ესმით ახლა შესანიშნავად, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ასეთი არჩევანის გაკეთება მიუღებელია, რომ როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია.
უკრაინაში 2014 წლამდე ჩატარებული ყველა გამოკითხვის თანახმად უკრაინელთა უმრავლესობას, სწორედ ამ მიზეზით ნატოში გაწევრიანება არ სურდა. ეს უკრაინაში უფრო ნათელი იყო, ვიდრე საქართველოში. უკრაინა ყოველთვის ორად გაყოფილი იყო, ვგულისხმობ უფრო დასავლეთისკენ ორიენტირებულ, ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინას, რომელიც არის კიდევაც ეთნიკურ უკრაინელთა საყრდენი, და რუსულად მოსაუბრე და პრორუსულ განწყობების მქონე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინას.
უკრაინის იძულება უარი ეთქვა ნეიტრალურ მიდგომაზე და გაეკეთებინა ეს რადიკალური არჩევანი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიწვევდა სამოქალაქო ომს ან რუსეთთან დამანგრეველ ომს და სწორედ ასეც მოხდა. სწორედ ამიტომ არის ეს ასე ტრაგიკული. დასავლეთი მოიქცა წარმოუდგენლად ამორალურად“, - აღნიშნა თომას ფაზმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge