მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა
პრემიერი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა

იმედი|imedinews.ge

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით აქვეყნებს.

„14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩავაბარეთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა შექმნა.

დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თომას ფაზი: რაც საქართველოში ვიხილეთ 2024 წლის ნოემბერში, ეს გახლდათ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობები - ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან იყო უშველებელი, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლებამ მათ ჭკუაში აჯობა

ლევან დიასამიძე: რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე საქართველოს მონაწილეობა და მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია

ლევან დიასამიძე: რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე საქართველოს მონაწილეობა და მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია

იმედი

თომას ფაზი: კონფლიქტები ირანში, უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინას შორის და არამარტო, მიმაჩნია რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს არის გლობალური ომი, ჯერჯერობით არა ტოტალური, მაგრამ მსოფლიო ომისკენ მიმავალი კონფლიქტი

ნინო ფოჩხუა: მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება აშკარად დაეტყო მის გუნდს, ამიტომ მისასალმებელია მისი ახალი თანამდებობა, ისევ ვიხილავთ მის მწვავე პოლიტიკურ გამოსვლებს