საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

„შეხვედრებზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მისგან მომდინარე საფრთხეები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებს, მათ შორის იმ გამოწვევებს, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს.

„ესპანელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ არსებული რთული სიტუაციიდან. შევთანხმდით, რომ დღევანდელი ვითარება არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის ხელსაყრელი არ არის. აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ურთიერთობების დიალოგის რეჟიმში გაგრძელება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ესპანურმა მხარემ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა და გამოთქვა სურვილი, ესტუმროს საქართველოს.

შეხვედრებში მონაწილეობდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია