
ლევან მახაშვილი: ძალიან დიდი იყო ინტერესი და კითხვები ესპანელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან, თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა ვითარებაა რეგიონში, რა ვითარებაა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში
ძალიან დიდი იყო ინტერესი და კითხვები ესპანელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან, თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა ვითარებაა რეგიონში, რა ვითარებაა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობები.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა მომავალზე, როგორ წარმოგვიდგენია როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სად წარმოგვიდგენია ესპანეთის როლი, მხარდაჭერა, მნიშვნელობა ამ პროცესში, ამიტომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გამოვიდა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge