
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის სპეციალისტია
რა არის პირადად ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მამუკა მდინარაძის ახალ სტატუსში წარდგინებას სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით. თავდაპირველად შეიძლება ვინმეს დაებადოს არასწორი ასოციაცია ქვეყნის უშიშროების საბჭოს ფუნქციებთან. ეს უკანასკნელი დაკავებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობით, საფრთხეების ანალიზით და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებით - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარ-ჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია.
„რა არის პირადად ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მამუკა მდინარაძის ახალ სტატუსში წარდგინებას სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით. თავდაპირველად შეიძლება ვინმეს დაებადოს არასწორი ასოციაცია ქვეყნის უშიშროების საბჭოს ფუნქციებთან. ეს უკანასკნელი დაკავებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობით, საფრთხეების ანალიზით და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებით.
რაც შეეხება ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციას, თანაც ვიცე-პრემიერის რანგში - ეს არის ყოველდღიური პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადაწყვეტაში არსებული სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. საქართველო გადის მსოფლიო მასშტაბის ფუნქციონალის დონეზე - რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სჭირდება ახალი ტიპის დაკავშირებადობა ყველა არსებულ ძალოვან სტრუქტურებს შორის. დღეს საქართველოს უსაფრთხოებასა და სამართლებრივ
დაცვას - იმედით უყურებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის" გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ღერძი. უშიშროების საბჭოს ფუნქციებში არ შედის ქვეყნის პოლიციის თუ სპეცსამსახურების პირდაპირი მართვა, არამედ მხოლოდ მათი საქმიანობის შეთანხმება სახელმწიფო პოლიტიკასა თუ უსაფრთხოების სტრატეგიასთან. ამ კომბინაციაში, შსს და სუს-ი - "შემსრულებლები" არიან, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭო "ანალიტიკური ცენტრია". ხოლო დღეს დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის აპარატი - სწორედ ამ "შემსრულებლების" ფუნქციონალურ კოორდინაციას მოემსახურება.
ამ თანამდებობას კი სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარ-ჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია. ერთ-ერთი უტყუარი ინდიკატორი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ტრადიციულად ნაცსექტის რეაგირებაა. დავაკვირდეთ - და მათ ქცევაში აგონიას და აგრესიულ მიუღებლობას აუცილებლად ამოვიკითხავთ“, - წერს ქართველიშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge