
ერიკ ნილ კროსი: მე არ ვარ საქართველოს მომხსენებელი, ამიტომ სხვა მომხსენებლებს ვუსმენ. ისინი საუბრობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა
მე არ ვარ საქართველოს მომხსენებელი, ამიტომ სხვა მომხსენებლებს ვუსმენ. ისინი საუბრობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ ნილ კროსიმ.
მისი თქმით, საქართველო, როგორც არცერთი სხვა წევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოში არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პირობები წაუყენოს საბჭოს.
„რამდენიმე საკითხი იყო, რაც PACE-მ საქართველოსგან მოითხოვა - ძალადობის გამოძიება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. შემდეგ უნდა დაგვებრუნებინა საკითხის განხილვა შემდეგ სესიაზე და ან სრულად დაგვემტკიცებინა მანდატები, ან არა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ქართულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ ისინი ასამბლეას ტოვებენ.
მე არ ვარ საქართველოს მომხსენებელი, ამიტომ სხვა მომხსენებლებს ვუსმენ. ისინი საუბრობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. ვფიქრობ, რომ საქართველო, როგორც არცერთი სხვა წევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოში არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პირობები წაუყენოს საბჭოს“, - აღნიშნა ასამბლეის წევრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge