არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

იმედი|imedinews.ge

თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ევრობიუროკრატების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.

მან მაგალითისთვის კაია კალასის განცხადება მოიყვანა.

„ქალბატონმა კაია კალასმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ მეგობრები ქართველი ხალხის, ხოლო ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს“. ამაზე არადემოკრატიული განცხადება შეუძლებელია, რომ ადამიანმა მოიფიქროს და რატომ? - ჩვენ ვიცით, რომ დასავლური ცივილიზაცია დგას კანონის უზენაესობაზე, დგას დემოკრატიაზე, რომლის პირდაპირი და პირველი საფეხური არის საზოგადოების ანუ ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ხალხი ირჩევს ხელისუფალს, თავის წარმომადგენელს და ვინმე მავანი ცდილობს, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ფეხქვეშ გათელოს, უგულებელყოს და თქვას, რომ თითქოს ისინი სხვანი არიან, ხოლო არჩეული ხელისუფლება - სხვა, შემთხვევით დეჰუმანიზაციის მცდელობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?! თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია