გიორგი ვოლსკი ჰერჩინკის განცხადებაზე: სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული

გიორგი ვოლსკი ჰერჩინკის განცხადებაზე: სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული

იმედი|imedinews.ge

სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ კარგად და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ეს ამოცანა, არის არ დაკარგოს გავლენა „შუა დერეფნის“ საგანგებოდ მნიშვნელოვან რეგიონში და მიაღწიოს იმას, რომ საქართველოს სახით ჰყავდეს არა პარტნიორი, არამედ ცალ ფეხზე მდგომი თუ ქედმოხრილი, საზარბაზნე ხორცად განმწესებული წარმონაქმნი.

„ამისთვის, სჭირდებათ ხელისუფლების ცვლილება“, - აღნიშნა მან.

გიორგი ვოლსკის თქმითვე, საქართველოში რევოლუციური პროცესებისთვის ათეულობით მილიონი დაიხარჯა.

„პირველი მუქარა, რომელიც გავიგონეთ იყო ის, რომ ექსტრემისტებს დაუჭერდნენ მხარს, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გააკეთებდნენ მობილიზებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის, რომელიც განავითარებდა რევოლუციურ პროცესს, ათეულობით მილიონი დახარჯა. არ ივარგა, არ გამოდგა ეს სცენარი.

მეორე მუქარა იყო პირდაპირ, ევროკომისარი ურეკავს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ეუბნება, რომ თუ შენ არ მოიხრი ქედს და არ შეასრულებ ინსტრუქციებს, დაგემართება იგივე - ხომ ხედავ რა დაემართა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. პირდაპირი ტექსტით ეუბნება. ეს რევოლუცია, სიცოცხლის მოსპობის მუქარაა“, - განაცხადა მან.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია