ცვლილებები ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ცვლილებები ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი|imedinews.ge

ინსტიტუციური გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც არაერთ სერიოზულ გამოწვევას ებრძვის. ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყნის მომავალზე, ამიტომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაა.

თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურაში პატარა ქვეყნებისთვის გამოწვევები კიდევ უფრო კომპლექსური ხდება - საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, რომ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას და ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას. ამისთვის იქმნება სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ვიცე-პრემიერის პოზიციის პარალელურად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გეკა გელაძის კანდიდატურაა წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სულხან თამაზაშვილმა ჩაიბარა. ასევე ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

როგორც ვხედავთ, ცვლილებები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდასა და უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.

კვირის მთავარი თემა ნახეთ სანდრო გამსახურდიას რეპორტაჟში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია