
ბრიუსელის თავდასხმა უნგრეთზე და ანტი-ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბრიუსელი ებრძვის ყველას, ვინც მისი თამაშის წესებს არ ეთანხმება და უსიტყვო მორჩილებაზე ამბობს უარს. ვიქტორ ორბანი დიდი მუხრუჭი იყო მიკერძოებული და „დიფ სთეითის“ მიერ სრულად მართული ევრობიუროკრატებისთვის - ორბანის გადარჩევამ და მადიარის ტრიუმფალურმა გამარჯვებამ ბრიუსელს ყველა ის კანონი გაახსენა, რომელიც ორბანის ხელისუფლებამ ევროკავშირის უდიდესი წნეხის, შანტაჟის და მუქარის მიუხედავად მიიღო.
ყველაზე მეტად ბრიუსელი ანტი-ლგბტ კანონმა გააღიზიანა, ისევე, როგორც საქართველოს შემთხვევაში. ბევრჯერ მოსთხოვეს უნგრეთს, გაეუქმებინა აღნიშნული კანონი, მაგრამ ყოველ ჯერზე მტკიცე უარი მიიღეს. უნგრეთში ახლაც ვნებათაღელვაა, რადგან ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ითხოვს.
ბრიუსელის ინტერესები თუ უნგრეთის ეროვნული ფასეულობები - მადიარი არჩევანის წინაშეა - ნახეთ ცოტნე გეგეჭკორის სპეციალური რეპორტაჟი.
იმედი
წყარო: imedinews.ge