
14 წელი „ქართული ოცნების“ დაარსებიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველო - ქვეყანა, რომელიც ცდილობს თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და მართოს საკუთარი მომავალი. უწყვეტი მშვიდობის 14 წელი. სწორედ 14 წლის წინ დაარსდა „ქართული ოცნება “ - მმართველი პარტია, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
2012 წლის 21 აპრილი შეიძლება, აღვწეროთ, როგორც გზაჯვარედინი - იდენტობის შესაძლო დაკარგვასა და სუვერენიტეტის გადარჩენას შორის. ამ თარიღს მალევე მოჰყვა ისტორიული დღე - პირველი ოქტომბერი, რომელმაც ქვეყანას ცვლილებები და ბევრისთვის ნანატრი თავისუფლების განცდა მოუტანა.
დღეს, ამ მოვლენებიდან 14 წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება დისკუსია იმ მძიმე მემკვიდრეობაზე, რომელიც წარსულმა დაგვიტოვა. თუმცა, ამავე პერიოდმა მოიტანა ისიც, რაც არაერთი სახელმწიფოსთვის კვლავაც გამოწვევად რჩება - სუვერენიტეტის უპირობო დაცვა, ეკონომიკური განვითარების შეუქცევადი პროცესი და მმართველობის ისეთი მოდელი, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებს და არა, გარედან თავსმოხვეულ დირექტივებს.
მშვიდობის 14 წელი - ნახეთ შორენა ხვიჩიას სპეციალურ რეპორტაჟში.
იმედი
წყარო: imedinews.ge