მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან
თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან

იმედი|imedinews.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობის მხრიდან ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობაზეა საუბარი.

ჭეიშვილის თქმით, კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაერთხელ დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, არაერთხელ დაფიქსირდა ელჩების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, დღის წესრიგში არ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ზოგადად, მოხდეს ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან, თუ ელჩებთან ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ის, რომ საქმე ჩვენ იმდენად პერსონალებთან არ შეიძლება გვქონდეს, რამდენადაც საკუთრივ მიდგომასთან. მიდგომასთან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან; რომელიც მომდინარეობს ბრიუსელის მხრიდან და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული პირები პირდაპირ წარმოადგენენ, ფაქტობრივად რუპორს სწორედაც ევრობიუროკრატების ხელში“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები სერიოზულად არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად

რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები სერიოზულად არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად

იმედი

Reuters: უნგრეთი და ევროკავშირი დაბლოკილი მილიარდების გამოთავისუფლების პირობებს განიხილავენ

Reuters: უნგრეთი და ევროკავშირი დაბლოკილი მილიარდების გამოთავისუფლების პირობებს განიხილავენ

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება

The Wall Street Journal: არაღჩის ვიზიტი რუსეთში თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნიშანია

The Wall Street Journal: არაღჩის ვიზიტი რუსეთში თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნიშანია

იმედი