ჯაბა ხუბუა: იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა, სამწუხაროდ, არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა

ჯაბა ხუბუა: იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა, სამწუხაროდ, არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა

იმედი|imedinews.ge

შეიძლება, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ განვლილი დღეების გამო ბევრის გულში დაბადებული იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და გაერთსულოვანდა, სამწუხაროდ, ფუჭი და არარეალისტურია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.

მისი თქმით, ერის ჯანსაღი ნაწილი ვერასდროს გაერთიანდება დათო ტურაშვილის მსგავს იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძის მსგავს ბოღმიანებთან, ვინაიდან, მათი „ბაბლი" ქართული სინამდვილისთვის უცხო სხეულია.

„შეიძლება, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ განვლილი დღეების გამო ბევრის გულში დაბადებული იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და გაერთსულოვანდა, სამწუხაროდ, ფუჭი და არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა. ეს ე.წ. ბაბლი ქართული სინამდვილისათვის აბსოლუტურად უცხო სხეულია, რომელიც ქართველი ერის ვერც დიდი მწუხარებისა და ვერც დიდი სიხარულის თანაზიარი ვერასოდეს გახდება," - წერს ხუბუა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია